| როგორ ვიყო ბედნიერი? |
|
მე-20 საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ამერიკასა და ევროპაში სწრაფად ვითარდება ე.წ. პოზიტიური ფსიქოლოგია. ფსიქოლოგიის ამ მიმდინარეობის ერთ–ერთი ცენტრალური ცნება ბედნიერებაა. აკადემიური კვლევების გარდა შემუშავდა ტრენინგ-პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანებს გამოიმუშავონ ე.წ. ხანგრძლივი ბედნიერების გრძნობა და აიმაღლონ ბედნიერების ინდექსი. მაგალითად, ცნობილია ს.ლუბომირსკის 12 კომპონენტიანი ბედნიერების ტრენინგი (კალიფორნია) და მ. სელიგმანის აუტენტური ბედნიერების ტესტ-სავარჯიშოები.
ადამიანის რესურსების განვითარების ფონდში ნოდარ სარჯველაძის მიერ შემუშავებულია ბედნიერების ტრენინგის ხუთ კომპონენტიანი მოდელი ”გუგში”-ს სახელწოდებით (სიტყვების აბრევიატურაა "გიყვარს-უყვარხარ-გიხარია-შეგიძლია-იმსახურებ").
ბედნიერების ტრენინგში სპეციალური სავარჯიშოების გამოყენებით ხდება:
ტრენინგის მონაწილე დაეუფლება ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების უნარ–ჩვევებს და ბედნიერების შეგრძნების ფსიქო–ტექნოლოგიებს. |







FDHR 2011