პროექტები

ადამიანის რესურსების განვითარების ფონდმა 1995 წლიდან დღემდე მრავალი პროექტი განახორციელა ლტოლვილთა და დევნილთა, სოციალურად დაუცველ პირთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და ტრავმის დაძლევაში. გარდა ამისა, არგფო წლების განმავლობაში მუშაობდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების გადაწყვეტისა და მშვიდობის შენების პროექტებზე. 2001-2008 წლებში ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი ანხორციელებდა ინტერეთნიკური ურთიერთობების მართვისა და ტოლერანტობის პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ასევე ქვემო და შიდა ქართლში.

 

მოცემულ ეტაპზე არგფო ანხორციელებს "ბავშვთა სოციალური და ფინანსური სწავლების" პროექტს საქველმოქმედო ცენტრ "SOS – ბავშვთა სოფელ"–ში. ასევე, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის პროექტები ხორციელდება საქართველოს საზღვრებს გარეთაც. 2010 წელს არგფომ წარმატებით ჩაატარა კონფლიქტების მართვის და სიღარიბის დაძლევის ტრენინგები ყირგიზეთსა და უკრაინაში.