კონსულტაცია

ფონდის თავმჯდომარე ნოდარ სარჯველაძე 25 წელზე მეტია ეწევა პრაქტიკულ მუშაობას ფსიქოლოგიური კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის სფეროში. იგი ხშირად უზიარებს თავის მდიდარ გამოცდილებას ახალგაზრდა კოლეგებს სპეციალური სემინარებისა და ტრენინგების სახით, რომელიც რეგულარულად ტარდება არგფო–ში.

 

ადამიანების რესურსების განვითარების ფონდში კონსულტაციები ტარდება, ისევე როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ინდივიდუალური კოსულტაციის ან ფსიქოთერაპიის ღირებულებაა საათში 30 ლარი. ჯგუფური კონსულტაციის საფასური კი საათში შეადგენს 10 ლარს.