| კონფლიქტები და ადვოკატირება |
|
კონფლიქტი ადამიანების ურთიერთობებში ხშირად გადაუჭრელი ფაქტორია. დაძაბული ურთიერთობების მშვიდობიანად გადაჭრა უმეტეს შემთხვევაში, არც ერთ მხარეს არ შეუძლია, რაც უფრო ამწვავებს კონფლიქტურ სიტუაციას. დღესდღეობით, საკმაოდ ხშირია კონფლიქტური სიტუაციები სამუშაო გარემოში, რაც იწვევს თანამშრომლების უკმაყოფილებას და დემოტივაციას. კონფლიქტის მართვის ტრენინგით დაეუფლებით დაძაბული ურთიერთობების მოგვარების ფსიქოტექნოლოგიებს. ადვოკატირების ტრენინგი ეხმარება თანამდებობის პირებს მოქალაქეთა ინტერესების დაცვისადმი მიძღვნილი აქტივოებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ფასილიტაციის ტრენინგის შედეგად კი, შესაძლებელი ხდება ინდივიდუალური თუ ჯგუფური ურთიერთობების მოგვარება, კონფლიქტური სიტუაციების მართვა და რეგულაცია და დიალოგის წარმართვის ტექნიკის დაუფლება. ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი უკვე ათი წელია ატარებს ტრენინგებს კონფლიქტებსა და ადვოკატირებაში. არგფო–ს ასევე დიდი გამოცდილება აქვს ინტერეთნიკური ურთიერთობების მართვის ტრენინგებში. |







FDHR 2011