|
ბავშვთა სოციალური მეწარმეობა |
ბავშვთა სოციალური და ფინანსური სწავლების პროგრამა ”აფლატუნი” მსოფლიოს 75 ქვეყანაში ხორციელდება და მასში ჩართულია 1 000 000 ბავშვი და მოზარდი 6-დან 18 წლამდე. ეს ეფექტური პროგრამა ხუთი კომპონენტისგან შედგება:
- თვითშემეცნება,
- საკუთარი უფლებებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება,
- ფინანსების დაზოგვა,
- ბიუჯეტირება და დაგეგმვა,
- სოციალური მეწარმეობა.
პროგრამა ინტერაქტიულია და მოიცავს 9 კურუკულუმსა და სახელმძღვანელოს ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით. ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი "აფლატუნის" საქართველოში დანერგვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. არგფო-ში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შედგა ტრენერთა 10 კაციანი ჯგუფი, მომზადდა მასწავლებელთა ტრენინგის პროგრამა, რომელიც არაფორმალური სწავლების ხაზით დაინერგება სკოლებში.
|